კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ჩვენს
ვებ-გვერდზე
ჩვენი ბიზნეს-ჯგუფი მოღვაწეობს ადგილობრივ ბაზარზე 10
წელზე მეტია. ჩვენ ძირითადად დაკავებული ვართ
ელექტრო-საქონლის იმპორტით სხვადასხვა ქვეყნებიდან.
კომპანიის პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენს საცალო და
საბითუმო ვაჭრობა შემდეგი პროდუქციის:
-
ტელევიზორები და ვიდეო/აუდიო მოწყობილობები
-
საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები
-
მობილური ტელეფონები
ჩვენ ასევე ვყიდით სამშენებლო მასალებსა და გასანათებელ
მოწყობილობებს. ჩვენი ჯგუფი არის TCL-ის პროდუქციის (ტელევიზორები,
მაცივრები, გაზქურები და სხვა) ძირითადი მომწოდებელი. ამას
გარდა ჩვენი საქმიანობა მოიცავს რესტორნებსა და კაფეებს
მცირე ქსელს. T-5 ჯგუფი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო
საქმიანობაში.
მოღვაწეობის ამ ხნის განმავლობაში, ჯგუფმა მოიპოვა დიდი
გამოცდილება და დღეს ჩვენს გეგმებში შედის გაფართოება
კავკასიის რეგიონში, კონკრეტულად კი მეზობელ ქვეყნებში:
აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ჩვენ მთლიანად ორიენტირებულნი ვართ ჩვენი მომხმარებლის
ინტერესებზე. წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ კვლევას
მომხმარებელთა მოთხოვნებზე, რომ შევძლოთ სერვისის
გაუმჯობესება და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციისა თუ
მომსახურების შეთავაზება.
ჩვენი დევიზია: “შენ იმსახურებ მეტ კომფორტს”. ამისთვის
ვიღწვით ჩვენ ყოველდღიურად, რათა თქვენთვის შევძლოთ მეტი
კომფორტის შექმნა. ჩვენი წარმატების გასაღები არის დიდი
გამოცდილება და უნარი, რომ ადვილად ავყვეთ სწრაფად
ცვალებად გარემო პირობებს.
|